კომპიუტერული თამაშები
კომპიუტერის გაჩენამ ახალი საფიქრალი მისცა მშობლებს: საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ფეხს იკიდებს აზრი, რომ კომპიუტერულ თამაშებს ზიანის მეტი არაფერი მოაქვთ. აქვე აღსანიშნავია, რომ არსებობს კომპიუტერულ თამაშთა ჯგუფი: პირველი-თამაშები, რომლებიც არ შეიცავენ ძალადობის ელემენტებს და მეორე, თამაშები, რომლებიც ,,გაჟღენთილნი“ არიან ძალადობის ელემენტებით. შესაბამისად, მათი ზემოქმედებაც სხვადასხვაგვარად აისახება მოზარდის ფსიქიკაზე. პირველი სახის თამაშებს სარგებლობის მოტანაც შეუძლიათ მაშინ, როცა ძალადობის მომენტების შემცველ თამაშებს ზიანის მეტი არაფერი მოაქვთ. უდავოა ისიც, რომ თუ სათამაშოდ გამოყოფილი საათობრივი რეჟიმი არ სრულდება და ბავშვი დროის დიდ მონაკვეთს უთმობს თუნდაც უწყინარ თამაშს, მაშინ კომპიუტერი ,,მტრად“ გვევლინება.
მეცნიერებმა შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც განუწყვეტლივ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს, არ უვითარდებათ თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ადამიანის ქცევის, მართვის და სწავლის პროცესში. აგრეთვე ავითარებს მათში აგრესის, ავიწროებს მათ ინტერესების სფეროს, აღარიბებს ემოციონალურ სამყაროს, იწვევს მხედველობის გაუარესებას, ხერხემლის გამრუდებას, ფიზიკურ სისუსტეს, მადის დაკარგვას და ა.შ. ფსიქოლოგების აზრით, როცა ბავშვი თამაშობს ძალადობის ელემენტების შემცველ კომპიუტერულ თამაშებს, აგრესიული ემოციები ვერ პოულობენ გამოსავალს და ისინი გროვდებიან ორგანიზმში.
ხშირად, ბავშვებს ყოველივე ის, რასაც კომპიუტერში ნახულობენ, რეალობაში ,,გადმოაქვთ“ (ბრჭყალებში იმიტომ, რომ ეს თავისთავად ხდება). ინტერნეტში ამის ერთი მაგალითი ვნახე: ერთმა შეძლებულმა ქალმა, რომელიც სათანადო დროს ვერ უთმობდა საკუთარ 7 წლის გოგონას, გადაწყვიტა მისთვის კომპიუტერი ეყიდა. მალე კომპიუტერულმა თამაშებმა უდიდესი ადგილი დაიკავეს გოგონას ცხოვრებაში: ის საათობით იჯდა კომპიუტერის მონიტორთან და თამაშობდა. ერთხელ, დედამ სახის ფერის სიმკრთალე შეამჩნია გოგონას და ძიძას დაავალა მისი სუფთა ჰაერზე გასეირნება. თქვენ წარმოიდგინეთ, სეირნობის დროს, გოგონამ ვერ დაინახა მის წინ აღმართული ბოძი და დაეჯახა მას. ამ ეპიზოდიდან ნათლად ჩანს, რომ ვირტუალურმა სინამდვილემ გოგონას ცნობიერებაში შეცვალა რეალური. ყველამ კარგად ვიცით, რომ კომპიუტერული თამაშის დროს იგივე ბოძი თავისით გაიწევა, თუ შესაბამის ღილაკს დავაჭერთ თითს.
წყარო: http://gigakutxashvili.wordpress.com/2012/07/04/მე-და-კომპიუტერი/
No comments:
Post a Comment