Sunday, January 27, 2013

გადავხედოთ დღევანდელ რეალობას

ჩვენს მოკლე მიმოხილვას ამ ვიდეოთი დავიწყებ, რითაც, ვფიქრობ ნათელი გახდება,
თუ რაზე ვაპირებ საუბარს ამ ბლოგში.


 მოკლედ რომ ვთქვათ, ერთმა ევროპელმა ახალგაზრდამ თავის ძმას თამაში "World of Warcarft" ის პერსონაჯი წაუშალა
ვნახოთ ამ უკანასკნელის რეაქცია.

კომპიუტერი და ადამიანი

კომპიუტერი და ადამიანი


კომპიუტერი დღესდღეობით ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე ვითარებაში წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება კომპიუტერის გარეშე. ყველანაირ დაწესებულებაში და სახლების უმეტესობაში დგას კომპიუტერი.

კომპიუტერი არ იქნებოდა ასეთი პოპულარული, რომ არა მისი განუსაზღვრელი ფუნქციები (რა თქმა უნდა ინტერნეტთან ერთად)-ყველანაირი ინფორმაცია თავს იყრის კომპიუტერსა და ინტერნეტში. სწორედ ამიტომაა კომპიუტერი ასეთი პრაქტიკული.


კომპიუტერის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია ნებისმიერი პიროვნების (ძირითადად, ცნობადის), მოვლენის და ა.შ. შესახებ; ვნახოთ ვიდეოები და მოვუსმინოთ მუსიკას, დავიკავშირდეთ ნაცნობებს სხვა ქვეყანაში და სხვა კომტინენტზეც კი; გავიგოთ მოსალოდნელი ამინდის შესახებ, შევიტყოთ ახალი ამბები, ვუყუროთ ტელევიზიას, შევადგინოთ სხვადასხვა დოკუმენტები, შევინახოთ ან გამოვაქვეყნოთ ნებისმიერი ინფორმაცია და, რაც ყველაზე ცუდია-ვითამაშოთ.

კომპიუტერი ცოტა ხნის წინ ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, თუმცა დღეს… დღეს მისი შეძენა ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის გამო მისი ,,მსხვერპლი“ (კომპიუტერული თამაშების გამო) მთელი დედამიწაა.

კომპიუტერს ყველა ასაკობრივი ჯგუფი იყენებს: პატარებიც, მოზარდებიც და დიდებიც. ამ სამი ჯგუფიდან პირველი ორი კომპიუტერის ფუნქციად, ძირითადად. მის თამაშებს აღიქვამს.

წყარო: http://gigakutxashvili.wordpress.com/2012/07/04/მე-და-კომპიუტერი/

წიგნი და კომპიუტერი

წიგნი თუ კომპიუტერი
ერთი ძველისძველი გადმოცემის თანახმად, დამწერლობა ეგვიპტელთა ღმერთს – ტოტს-შეუქმნია და ფარაონისათვის უთქვამს: ამით კაცთა მოდგმას დავამახსოვრებ იმას, რაც შეიძლება დაავიწყდეთო. ფარაონი შეშფოთებულა; ჯერ ტოტის გამოგონებაზე მიუთითებია, შემდეგ - ადამიანის თავზე და უთქვამს: ეს (დამწერლობა) მოკლავს ამას(მეხსიერებას).



XV საუკუნეში, როცა ვიქტორ ჰიუგოს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში” მოთხრობილი ამბები ხდებოდა, წიგნის ბეჭდვა ახალი გამოგონებული იყო. მაშინ ადამიანთა აღზრდისთვის ძირითადად ტაძრის ფრესკებსა და ქანდაკებებს იყენებდნენ, წიგნს კი უნდობლობით ეკიდებოდნენ - ადამიანი ღმერთს არ დააშოროს, ფუჭი ცნობისმოყვარეობა არ გაუღვივოსო. ამიტომაც მიუთითა ჰიუგოს რომანის პერსონაჟმა-აბატმა კლოდ ფროლომ-ჯერ წიგნზე, შემდეგ ტაძარზე და ბრძანა: ეს (წიგნი) მოკლავს ამას (რწმენას).


ამის შემდგომ კარგა ხანი გავიდა. ახლა ვითარება შეიცვალა და თვით წიგნსაც გამოუჩნდნენ კონკურენტები: ჯერ ფოტოგრაფიული გამოსახულება ამოძრავდა და კინოხელოვნება გაჩნდა, შემდეგ კი ტელევიზორმა დაიპყრო ქვეყანა. ამიტომაც ახლა ადამიანთა შიში წიგნის მომავალს დაუკავშირდა. დღეს ჯერ კომპიუტერზე მიუთითებენ, შემდეგ წიგნზე და კვლავ იმავე ფრაზას იმეორებენ : ეს (კომპიუტერი) მოკლავს ამას (წიგნს). ნუთუ მართლა ასე უნდა მოხდეს? აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: არსებობს ორგვარი წიგნი: საკითხავი და საცნობარო. პირველს, ჩვეულებისამებრ, თავიდან ბოლომდე ვკითხულობთ; მეორეს (ცნობარებს, ენციკლოპედიებს) კი ხანგამოშვებით ვაკითხავთ, რათა საჭირო ცნობები ამოვიკითხოთ.კომპიუტერს შეუძლია მეორე სახის წიგნი შეცვალს, მაგრამ პირველს ვერ შეცვლის!!! როცა ადამიანი 10-12 საათის განმავლობაში უზის კომპიუტერს და დაღლილობისგან ლამის თვალები გადმოსცვივდეს, ბუნებრივია, სავარძელში მოხერხებულად მოკალათების და საყვარელი ლექსის ან მოთხრობის გადაკითხვის სურვილი გაუჩნდეს. კომპიუტერი წიგნიერების ახალი სახეა.კომპიუტერს შეუძლია ათასგვარი ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ წიგნის შეცვლა არ შეუძლია! კომპიუტერის გამოგონებით ადამიანმა დიდი ხნის ოცნება აისრულა: მას შეუძლია სურვილისამებრ ცვალოს და შეავსოს ტექსტები. მაგრამ მთავარი მანქანა, რომელიც ურიცხვი ტექსტის შექმნის საშუალებას იძლევა, ათასწლეულების წინ არის გამოგონებული და მას ანბანი ჰქვია!

ფარაონის ვარაუდმა არ გაამართლა და დამწერლობამ მეხსიერება ვერ ,,მოკლა“, თუმცა დღეს რომ ყოფილიყო ფარაონი, მეხსიერების მტრად არა დამწერლობას, არამედ კომპიუტერს დაასახელებდა და წიგნის გადარჩენაზე იფიქრებდა.

 წყარო:  http://ucnauri.com/145762/წიგნი-თუ-კომპიუტერი/

კომპიუტერული თამაშები

კომპიუტერული თამაშები

კომპიუტერის გაჩენამ ახალი საფიქრალი მისცა მშობლებს: საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ფეხს იკიდებს აზრი, რომ კომპიუტერულ თამაშებს ზიანის მეტი არაფერი მოაქვთ. აქვე აღსანიშნავია, რომ არსებობს კომპიუტერულ თამაშთა ჯგუფი: პირველი-თამაშები, რომლებიც არ შეიცავენ ძალადობის ელემენტებს და მეორე, თამაშები, რომლებიც ,,გაჟღენთილნი“ არიან ძალადობის ელემენტებით. შესაბამისად, მათი ზემოქმედებაც სხვადასხვაგვარად აისახება მოზარდის ფსიქიკაზე. პირველი სახის თამაშებს სარგებლობის მოტანაც შეუძლიათ მაშინ, როცა ძალადობის მომენტების შემცველ თამაშებს ზიანის მეტი არაფერი მოაქვთ. უდავოა ისიც, რომ თუ სათამაშოდ გამოყოფილი საათობრივი რეჟიმი არ სრულდება და ბავშვი დროის დიდ მონაკვეთს უთმობს თუნდაც უწყინარ თამაშს, მაშინ კომპიუტერი ,,მტრად“ გვევლინება.

მეცნიერებმა შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც განუწყვეტლივ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს, არ უვითარდებათ თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ადამიანის ქცევის, მართვის და სწავლის პროცესში. აგრეთვე ავითარებს მათში აგრესის, ავიწროებს მათ ინტერესების სფეროს, აღარიბებს ემოციონალურ სამყაროს, იწვევს მხედველობის გაუარესებას, ხერხემლის გამრუდებას, ფიზიკურ სისუსტეს, მადის დაკარგვას და ა.შ. ფსიქოლოგების აზრით, როცა ბავშვი თამაშობს ძალადობის ელემენტების შემცველ კომპიუტერულ თამაშებს, აგრესიული ემოციები ვერ პოულობენ გამოსავალს და ისინი გროვდებიან ორგანიზმში.

ხშირად, ბავშვებს ყოველივე ის, რასაც კომპიუტერში ნახულობენ, რეალობაში ,,გადმოაქვთ“ (ბრჭყალებში იმიტომ, რომ ეს თავისთავად ხდება). ინტერნეტში ამის ერთი მაგალითი ვნახე: ერთმა შეძლებულმა ქალმა, რომელიც სათანადო დროს ვერ უთმობდა საკუთარ 7 წლის გოგონას, გადაწყვიტა მისთვის კომპიუტერი ეყიდა. მალე კომპიუტერულმა თამაშებმა უდიდესი ადგილი დაიკავეს გოგონას ცხოვრებაში: ის საათობით იჯდა კომპიუტერის მონიტორთან და თამაშობდა. ერთხელ, დედამ სახის ფერის სიმკრთალე შეამჩნია გოგონას და ძიძას დაავალა მისი სუფთა ჰაერზე გასეირნება. თქვენ წარმოიდგინეთ, სეირნობის დროს, გოგონამ ვერ დაინახა მის წინ აღმართული ბოძი და დაეჯახა მას. ამ ეპიზოდიდან ნათლად ჩანს, რომ ვირტუალურმა სინამდვილემ გოგონას ცნობიერებაში შეცვალა რეალური. ყველამ კარგად ვიცით, რომ კომპიუტერული თამაშის დროს იგივე ბოძი თავისით გაიწევა, თუ შესაბამის ღილაკს დავაჭერთ თითს.

წყარო: http://gigakutxashvili.wordpress.com/2012/07/04/მე-და-კომპიუტერი/

დღევანდელობა

დღევანდელობა
ამ ბოლო დროს თითოეულ ჩვენგანს ძალიან ხშირად გვესმის სიტყვები”კომპიუტერზე დამოკიდებულია” ….კომპიუტერმა მთლიანად შეცვალა ადამიანის ბუნება,თუ ადრე მეგობრის ბავშვის სანახავად მიდიოდით მასთან ახალა ეს შესაძლებელია უბრალო like ით ფეისბუკში…ადამიანები გაუცხოვდნენ კომპიუტერის საშუალებით, ისინი უფრო ახლობლობენ კომპიუტერით ვიდრე პირადში… მათ ერთმანეთის ნახვის სურვილიც აღარ უჩნდებათ, რადგან ამ გრძნობას ონლაინ ურთიერთობით იკმაყოფილებენ. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ ინტერნეტის საშუალებით ხარ უფრო გამბედავი ვიდრე მაშინ როდესაც იმ ადამიანის პირისპირ დგახარ და ეუბნები…თითქოს ინტერნეტი ბარიერია თქვენს წინ.


კომპიუტერთან დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამწვავებს თამაშები რომელსაც უკვე 2 წლის ბავშვების კი თამაშობენ..ამით ზიანდება მათი ფსიქიკა და ორგანიზმი, კომპიუტერის გამოსხივების გამო. სასურველია, 2 საათზე მეტი არ იჯდეთ. მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა ნამდვილად საშიშია და არა მარტო ჯანმრთელობისთვის. ასეთი ცხოვრების წესი რეალურ ყოფას მოგწყვეტს და შესაბამისად ნაკლებს შეიგრძნობ, ნახავ და ნაკლები გეცოდინება…

ბავშვი მაშინ ხდება კომპიუტერზე დამოკიდებული, როცა რეალურ სამყაროს არ შეუძლია სხვა, მისთვის სრულფასოვანი, საქმიანობის შეთავაზება. თუ ეს ასე მოხდა ბავშვები ხდებიან ,,კომპიუტერდამოკიდებუ-ლნი“(ხშიარდ გამიგონია სიტყვა ,,კომპიუტერდამოკიდებული“, რომელიც, საუბედუროდ, თანდათანობით მკვიდრდება ჩვენს ლექსიკაში). აი ერთ-ერთი ,,კომპიუტერდამოკიდებულის“ სიტყვა, რომელიც ინტერნეტში ვიპოვე: ,,როგორ მინდა მშობლებს ესმოდეს რომ კომპიუტერი არ აბრმავებს, ტვინს არ ანადგურებს, არ გვაჩლუნგებს და ყველაფერი არადადებითი მისგან არ მოდის. აი დაუშვად გავედი მე გარეთ, ჰაჰ რას ვნახავ უკეთესს .უფროსი თაობის ჯგრო მესხმის თავს, ანდა საერთოდაც ქალაქი მთლად ცარიელია. მაგრამ ქალაქისგან განსხვავებით, კომპიუტერში ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი რომელსაც მიწერ და გამოელაპარაკები ! კომპიუტერში არ არის სიცივე, კომპიუტერში სიარული და დაღლა არ მიწევს, კომპიუტერთან ყოფნისას არც მშივდება, კომპიუტერთან ყოფნის დროს ვეთიშები გარე სამყაროს და თავით ვვარდები ვირტუალურ ცხოვრებაში. მმ როგორ მიყვარს. პოსტიც დასრულდა, მაგრამ არც იფიქროთ რომ, როდესაც დედა მაღაზიიდან ამოდის მე კომპიუტერს წიგნით ვცვლი, არა ! ეს ხომ ყველაზე დიდი არარეალიზმია ჩემს ცხოვრებაში.”

წყარო: http://gigakutxashvili.wordpress.com/2012/07/04/მე-და-კომპიუტერი/